შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. ის თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხით სხეულის დაზიანება მიაყენა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
