„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს, რომელიც გიორგი კალანდარიშვილს თავს დაესხა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დატოვება მოუწევს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს, რომელიც გიორგი კალანდარიშვილს თავს დაესხა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დატოვება მოუწევს. მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სასამართლომ ცესკოს ხელმძღვანელის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი დააკმაყოფილა და კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა. დავით კირთაძე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ცესკოს წევრობას ვერ შეძლებს
