საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელების განხილვის ვადა ერთი თვეა, სესიის მოწვევის საკითხი კი მათთან კავშირში არ არის
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელების განხილვის ვადა ერთი თვეა, სესიის მოწვევის საკითხი კი მათთან კავშირში არ არის. სარჩელების წარმოებაში მიღების საკითხი დღეს გადაწყდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელების დაკავშირება პარლამენტის პირველ სხდომასთან ან გაუნათლებლობაა ან მავნებლობა. მათი თქმით, უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე სამართლებრივი ნორმა არ არსებობს
