3 კვირაზე მეტია ოპოზიცია მხარდამჭერებს ატყუებს, რომ სიები ჩახსნეს და მანდატებზე უარი თქვეს, თუმცა არაფერს ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე
უკვე სამ კვირაზე მეტია ოპოზიცია მხარდამჭერებს ატყუებს, რომ სიები ჩახსნეს და მანდატებზე უარი თქვეს, თუმცა არაფერს ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ნიკა გვარამიას კოალიცია ბიუჯეტიდან მილიონ ექვსასი ათას ლარზე მეტს მიიღებს, ნაციონალური მოძრაობა მილიონ 555 ათასზე მეტს, ლელო მილიონ 414 ათას 775 ლარს და გახარიას პარტია მილიონ 306 ათას 635 ლარს. მმართველი გუნდი, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია უარს არც მანდატებზე იტყვის და არც დაფინანსებაზე. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებები სწორედ იმისთვის დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე, რომ რეალურად არ მოუწიოთ მანდატების დათმობა
