აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები. ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
