„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“- ქალი მეწარმეებისთვის სავაჭრო პალატა, კანადის მთავრობის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში შეირჩა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი 100-მდე ქალი მეწარმე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დარგის ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები ტრენინგების პარალელურად ჩაატარებენ მასტერკლასებს და შეხვედრებს.
