ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავენ
ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავენ. შესაბამისი შინაარსის კანონპროექტი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ შეიტანა. კანონპროექტი, გათვალისწინებული წესების სისტემური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის სახით სოციალური მედიის კომპანიის მხრიდან 32 მილიონი დოლარის გადახდას ითვალისწინებს.
