ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან შეერთებული შტატების საზღვრისკენ მიგრანტების ქარავანი დაიძრა
ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან შეერთებული შტატების საზღვრისკენ მიგრანტების ქარავანი დაიძრა. ათასობით ადამიანი შტატებში შეღწევას არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ცდილობს, ვინაიდან თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია, დიდი ალბათობით, საიმიგრაციო ზომებს გაამკაცრებს. მიგრანტებს შორის ძირითადად სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ისინი მექსიკის მთავრობას სთხოვენ, მათი თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს, რათა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა 2025 წლამდე მოახერხონ.
