რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებით, მათ შორის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში
დილით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებით, მათ შორის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ოკუპანტის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მათ 6 რაკეტის განადგურება შეძლეს, რუსეთის იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
