ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მიხეილ სარჯველაძე სამომავლო პრიორიტეტების, საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზებაა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს, ისე სექტორში მომუშავე კერძო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა.
