აქციაზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფ ‘იმედის“ გადამღებ ჯგუფს არ ეძლეოდა თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება
აქციაზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფ ‘იმედის“ გადამღებ ჯგუფს არ ეძლეოდა თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება, აქციის მონაწილეები ჩვენს კორესპონდენტებს აყენებდნენ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, წყალი შეასხეს ჟურნალისტს, ფიზიკურად შეეხნენ ოპერატორს, დააზიანეს ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა. „გისურვებთ შვიდ ნოემბერს!“ - ასე მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილემ იმედის გადამღებ ჯგუფს. ეს ყველაფერი კი ოპოზიციონერი ლიდერების თვალწინ. 18-19 ნოემბერს, თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
