უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც თანამოქალაქეებს მიმართა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც თანამოქალაქეებს მიმართა. ვიქტორ ორბანმა უკრაინაში ვითარების მოსალოდნელ ესკალაციაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებით და რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლებით არის განპირობებული. ორბანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ომის მომხრე მთავრობა კიდევ ორი თვე რჩება და ყველაზე საშიში სწორედ ეს პერიოდია.
