სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა „სტორმ შედოუს“ ტიპის ბრიტანული რაკეტები
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა „სტორმ შედოუს“ ტიპის ბრიტანული რაკეტები. რაკეტის ნამსხვრევები კურსკის ოლქში აღმოაჩინეს. რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული რაკეტების სავარაუდო გამოყენების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა უკრაინის თავდაცვის მინისტრსაც დაუსვეს, რაზეც პირდაპირი პასუხი ვერ მიიღეს. მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა თავის დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს.
