მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის - დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებდა ასფალტის ახალი საფარის, ხიდის, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელა და მისმა ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა. შესრულებული სამუშაო მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად დაათვალიერა.
