შალვა პაპუაშვილი ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა სურთ, პარლამენტს 26 ნოემბერს მიმართონ
შალვა პაპუაშვილი ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა სურთ, პარლამენტს 26 ნოემბერს მიმართონ. ოპოზიციის ლიდერები ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს. თუმცა კანონმდებლობით ე.წ. სიების ჩახსნა ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლია. ცნობისათვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, განსაზღვრული ვადის ფარგლებში, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს დროებითი მოწმობები უკვე დაუმზადა. მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.
