ისრაელის ჩრდილოეთზე ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობა დაზიანდა
ისრაელის ჩრდილოეთზე ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ლიბანური შიიტური მოძრაობის შეტევა კირიათ-შმონას დასახლებაში მოხდა. განგაშის სიგნალის ამოქმედების შემდეგ თავდასხმის ადგილას ცეცხლი გაჩნდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის დროს არავინ დაშავებულა.
