საქართველოს ნაკრების მორაგბის,აკაკი ტაბუცაძის ლელო ვორლდ რაგბის წლის საუკეთესოთა შორისაა ნომინირებული
საქართველოს ნაკრების მორაგბის,აკაკი ტაბუცაძის ლელო ვორლდ რაგბის წლის საუკეთესოთა შორისაა ნომინირებული. მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ წლის საუკეთესო ლელოს ნომინანტთა შორის საქართველოს ნაკრების წევრის, აკაკი ტაბუცაძის მიერ ავსტრალიის ნაკრებთან დადებული 110 მეტრიანი ლელო შეიყვანა.გამარჯვებულის ვინაობა ვორლდ რაგბის საიტზე,ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება. ამჟამინდელი მონაცემების თანახმად, აკა ტაბუცაძე ხმათა 41%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი ნოლან ლე გარეკი იმყოფება, რომელსაც გულშემატკივართა 39%-მა დაუჭირა მხარი.გულშემატკივრებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა, გამოკითხვაში მონაწილეობა დღეს, 20:00-მდე შეუძლიათ.
