ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ჩატარდა
ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი-"მომავალი ექიმები საქართველოსთვის" და “ნიკო ნიკოლაძის” სტუდენტური კლუბის ინიციატივით, პირველად ეწყობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის მიზანია, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით, მიაწოდოს საბაზისო ცოდნა, რომლის გამოყენებასაც პროექტის ბენეფიციარები პრაქტიკაში შეძლებენ.
