აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე 2025 წლის გეგმები და პროგრამები განიხილეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე 2025 წლის გეგმები და პროგრამები განიხილეს, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. მომავალ წელს აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტი, განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებები იქნება - დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა.
