მეუღლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე , მეუღლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დადასტურდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
