პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, მუქარა, ბულინგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, მუქარა, ბულინგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ამ პირობებში უწევდათ იმედის ჟურნალისტებს გუშინ საპროტესტო აქციის გაშუქება. გისურვებთ შვიდ ნოემბერს! - ასე მიმართა საპროტესტო აქციის ერთ ერთმა მონაწილემ იმედის გადამღებ ჯგუფს. ამ სიტყვების ავტორი მათე გულუაა. კიდევ ერთმა აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა ტელევიზიის გარდაცვლილ დამფუძნებელს, ბადრი პატარკაციშვილს.
