დონალდ ტრამპი ილონ მასკთან ერთად "სფეის იქსის" გიგანტური კოსმოსური რაკეტის „სთარშიფის“ გაშვებას დააკვირდა
დონალდ ტრამპი ილონ მასკთან ერთად სფეის იქსის გიგანტური კოსმოსური რაკეტის „სთარშიფის“ გაშვებას დააკვირდა. ამერიკულ მედიაში წერენ, რომ არჩეული პრეზიდენტის იქ ყოფნა, მილიარდერთან განსაკუთრებით მჭიდრო ალიანსზე მიუთითებს. სფეის იქსის 122 მეტრის სიმაღლის სარაკეტო სისტემა, რომელიც ასტრონავტების მთვარეზე დასაჯდომად არის შექმნილი, ტეხასიდან დღის 4 საათზე გაუშვეს. თუმცა ხომალდის კოსმოსში წარმატებით გაშვების შემდეგ, რაკეტის ე.წ. ბუსტერი, რომელიც ხმელეთზე მისთვის სპეციალურად აგებულ მექანიზმზე უნდა დაბრუნებულიყო, მექსიკის ყურეში ჩავარდა.
