ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის ნებართვა გასცა
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის ნებართვა გასცა. ცნობა ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ეს ნაღმები კიევს ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის წინსვლის შეჩერებაში დაეხმარება. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ საბრძოლო მასალის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, რადგან ის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ უკრაინა პირობას დებს, ნაღმებს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში არ გამოიყენებს.
