კიევში ოკუპანტის მასშტაბური საჰაერო იერიშის საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ერთი დღით დაიკეტა
კიევში ოკუპანტის მასშტაბური საჰაერო იერიშის საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ერთი დღით დაიკეტა. დიპლომატიურმა მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო 20 ნოემბერს არ იმუშავებს, რადგან უკრაინის დედაქალაქზე ძლიერი საჰაერო თავდასხმაა მოსალოდნელი. საელჩომ კიევში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მზად იყვნენ და განგაშის შემთხვევაში, უსაფრთხო ადგილებს დაუყოვნებლივ შეაფარონ თავი.
