25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება
25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. მოხდება უფლებამოსილების ცნობა და ახლადარჩეული დეპუტატები დაიწყებენ საპარლამენტო საქმიანობას. დეპუტატების განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის მთავარი სამშვიდობო პოლიტიკა და სუვერენიტეტის შენარჩუნება იქნება. ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.
