ოპოზიცია საზოგადოების მოტყუებას ცდილობს
ოპოზიცია საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. ოპოზიციონერების განცხადებებს თითქოს უარს ამბობენ მანდატებზე, იურიდიული ძალა არ აქვს, ოპოზიციას სიების ე.წ. ჩახსნა, დღევანდელი მოცემულობით, არ შეუძლიათ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ განცხადებები იურიდიულ ძალას შეიძენს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ უფლებამოსილებას ცნობს ახლად არჩეული პარლამენტი და ამის შემდეგ მიმართავენ იმავე შინაარსის განცხადებებით პარლამენტის თავმჯდომარეს. მმართველ გუნდს აქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მათი ოპონენტები ამ ეტაპზე სწორედ იმიტომ წერენ განცხადებებს, რომ რეალურად არ მოუწიოთ მანდატებზე უარის თქმა. შემდეგ კი სავარაუდოდ იტყვიან, რომ განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ. ოპოზიციის უმრავლესობა ქრონიკას ემალება, მანდატების შესახებ კითხვას ამ დროისთვის პასუხი ისიც ბუნდოვანი მხოლოდ ლელომ გასცა.
