რადიკალთა აქციაზე მთელი დღის განმავლობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ ჟურნალისტსა და ოპერატორს
რადიკალთა აქციაზე მთელი დღის განმავლობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ ჟურნალისტსა და ოპერატორს, აყენებდნენ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, დააზიანეს ტექნიკაც. ოპოზიციის მიერ წახალისებულმა ძალადობამ და აქტივისტების ქცევამ მათი რეალური სახე კიდევ ერთხელ კარგად გამოავლინა. დამარცხებულები და აგონიაში მყოფები ბედავენ და ახსენებენ შვიდ ნოემბერს, ვერ მალავენ იმედის ისევ ძალადობრივი მეთოდებით გაჩუმების სურვილს. განცხადების ავტორი კი მათე გულუაა. კიდევ ერთმა აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა ტელევიზიის გარდაცვლილ დამფუძნებელს ბადრი პატარკაციშვილს.