თავდასხმა "იმედის" გადამღებ ჯგუფებზე - დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები დუმილს ინარჩუნებენ
ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, მუქარაზე და სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე - დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები დუმილს ინარჩუნებენ. ამ დრომდე არავინ გააკრიტიკა ის, რასაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს. თვალსაჩინოა ორმაგი სტანდარტი. აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ ჟურნალისტსა და ოპერატორს, აყენებდნენ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, დააზიანეს ტექნიკა. ოპოზიციის მიერ წახალისებულმა ძალადობამ და აქტივისტების ქცევამ, მათი რეალური სახე კიდევ ერთხელ კარგად გამოავლინა. დამარცხებულები და აგონიაში მყოფები ბედავენ და ახსენებენ შვიდ ნოემბერს, ვერ მალავენ იმედის ისევ ძალადობრივი მეთოდებით გაჩუმების სურვილს. განცხადების ავტორი კი მათე გულუაა. კიდევ ერთმა აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა ტელევიზიის გარდაცვლილ დამფუძნებელს, ბადრი პატარკაციშვილს. ყველაფრის ფონზე კი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მომხდარი თავდასხმის შესახებ არაფერი იცის. ფაშისტური თავდასხმა- ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.
