სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის სარჩელი უსაფუძვლო და უარგუმენტოა. მათი თქმით, პრეზიდენტის მიზანი ქვეყნის იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მიზანი ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შეფერხებაა, ასეთი ნორმა საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს
