ევროკავშირის მაღალჩინოსნები რიკარდ იოზვიაკთან საუბრისას აცხადებენ, რომ, მათი აზრით, საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა ერთადერთი მოთამაშეა და საბოლოო ჯამში, ბრიუსელი სწორედ მასთან ითანამშრომლებს
ევროკავშირის მაღალჩინოსნები რიკარდ იოზვიაკთან საუბრისას აცხადებენ, რომ, მათი აზრით, საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა ერთადერთი მოთამაშეა და საბოლოო ჯამში, ბრიუსელი სწორედ მასთან ითანამშრომლებს. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომავალთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საინფორმაციო წერილში საპარლამენტო არჩევნებზეც წერს. იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის მაღალჩინოსნების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებების დასადასტურებლად, რეალურად ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არ აქვთ. ჟურნალისტის თქმით, ბრიუსელში არსებობს სკეპტიციზმი „ქართული ოცნების“ მიერ ხმების 54%-ის აღებასთან დაკავშირებით, თუმცა არჩევნებში მმართველი პარტიის ასეთი შედეგი არც მეტისმეტად უცნაურია
