ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტით დაადასტურეს, რომ ჯაშუშები არიან
ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტით დაადასტურეს, რომ ჯაშუშები არიან. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. მამუკა მდინარაძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე საუბრისას თქვა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი მოაწერა საქართველოს და ქართველი საზოგადოების დასჯას. ოპოზიციის ამ ქმედებას მმართველ გუნდში მოღალატეობრივს უწოდებენ. ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკურ მისიას გამოგზავნის, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ მდგომარეობას შეისწავლის. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც
