„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციის მეგობარი უცხოელი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციის მეგობარი უცხოელი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რადგან მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის რადიკალიზმი სწორედ მათ მიერ არის წახალისებული, განსაკუთრებით, იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდნენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ, რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები პროტესტის მონაწილეებს ვერ შეაჩერებს
