ტელეკომპანია „იმედმა“ „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა
ტელეკომპანია „იმედმა“ „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. „ქრონიკის“ ჟურნალისტს, მეგი ნარსავიძეს და ოპერატორს, მიხეილ გრიგალაშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, აფერხებდნენ მათ მუშაობას. აყენებდნენ შეურაცხყოფას. ჟურნალისტურ საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ და გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ დიმიტრი ყირიმლიშვილს და ლევან ლაზუაშვილს. იყო ხმაური, ისმოდა შეძახილებიც და სტვენა მათი მისამართით
