დასავლურ მედიაში გავრცელებულ ცნობას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს
დასავლურ მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს. შეერთებული შტატების საგარეო უწყების პრესსპიკერმა განმარტა, რომ ამ საკითხზე თეთრი სახლის პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ აქვს. ოფიციალური მოსკოვი უკვე გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას ბაიდენის შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ და ვაშინგტონი ესკალაციაში დაადანაშაულა, რაზეც მეთიუ მილერი პასუხობს, რომ კონფლიქტის მუდმივ ესკალაციას თავად რუსეთი ცდილობს.
