უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ გლუხოვოში რუსეთის არმიის იერიშის გამო 8 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა
უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ გლუხოვოში რუსეთის არმიის იერიშის გამო 8 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ოკუპანტის დრონი საერთო საცხოვრებლის შენობას მოხვდა. დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ოდესაში კი ოკუპანტის მასირებული სარაკეტო იერიშის დროს 10 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა. რუსული რაკეტა ქალაქის საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, ოკუპანტის იერიშმა ასევე დააზიანა ოლქის ენერგოობიექტიც. ოდესის ოლქის მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.