პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე მსოფლიო ლიდერები კომენტარებს აკეთებენ
პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე მსოფლიო ლიდერები კომენტარებს აკეთებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო. ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის მიერ ომში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვა არის ის ესკალაცია, რომელმაც ბაიდენის ასეთი ნაბიჯი განაპირობა.
