ციფრული უნივერსიტეტი, ხის და კერამიკის სახელოსნოები, განახლებული ბიბლიოთეკა - გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სარეაბილიტაციო სივრცე მოეწყო
ციფრული უნივერსიტეტი, ხის და კერამიკის სახელოსნოები, განახლებული ბიბლიოთეკა - გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სარეაბილიტაციო სივრცე მოეწყო. პენიტენციურ სისტემაში ეს რიგით მე-6 ,,ციფრული უნივერსიტეტია“, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. პენიტენციურ სისტემაში ციფრული სწავლების დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პატიმართა რაოდენობაც. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 43% -ით მეტი დარეგისტრირდა.
