სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან შეხვედრებს განაგრძობს
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იოსელიანი დღეს გორის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა. მან დიცის და ქორდის მცხოვრებებისგან იმ პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია რაც ადგილობრივებს აწუხებთ. მონიტორინგის შედეგები ყოველწლიურ ანგარიშში აისახება.
