როგორ ვითარდებოდა მოვლენები აქციაზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენლებმა აქციის მონაწილეებს ექვს საათსა და 42 წუთზე გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველებმა 15 წუთიანი ვადა მისცეს იმისთვის, რათა ტერიტორია დაეტოვებინათ და ხელოვნურად გადაკეტილი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილიყო. აქციის მონაწილეები კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. გაფრთხილების პარალელურად, მათივე დამტვრეულ საგნებს ცეცხლი წაუკიდეს და სცადეს წინააღმდეგობის გაწევა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურა თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა გაწმინდეს, დაასუფთავეს ვარაზისხევისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია.
