მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი უსაფუძვლო და უარგუმენტოა
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი უსაფუძვლო და უარგუმენტოა. მათი თქმით, პრეზიდენტის მიზანი ქვეყნის იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა. განმარტავენ, რომ თუ ზურაბიშვილის მიზანი ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შეფერხებაა - ასეთი ნორმა კონსტიტუციაში არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
