"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სამართლიან არჩევნებს მოუწოდებს, სპეკულაციური განცხადებების ნაცვლად, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის შედეგები
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სამართლიან არჩევნებს მოუწოდებს, სპეკულაციური განცხადებების ნაცვლად, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის შედეგები. მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც ჩანს, ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი, რომელიც "ქართული ოცნების" კრიტიკით გამოირჩევა, არ იყო ინფორმირებული, იმ უპრეცედენტო შემთხვევაზე, რომელიც საქართველოში მოხდა და რაც პივიტის შედეგების დამალვას უკავშირდება. გალერიმ პარალელური ხმის დათვლის შედეგების ცესკოს მონაცემებთან შედარება ითხოვა.
