ბრაზილიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის მონაწილეებმა უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს
ბრაზილიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის მონაწილეებმა უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს. „მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, იცავს გაეროს წესდების ყველა მიზანსა და პრინციპს ერებს შორის მშვიდობიანი, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობისთვის“, - წერია დოკუმენტში.
