ჯოზეფ ბორელი საქართველოში პოლიტიკურ მისიას გამოგზავნის, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ მდგომარეობას შეისწავლის
ჯოზეფ ბორელი საქართველოში პოლიტიკურ მისიას გამოგზავნის, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ მდგომარეობას შეისწავლის. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბორელის განცხადებაში კვლავ გაისმა კრიტიკა საქართველოს დემოკრატიულ კურსთან დაკავშირებით. საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო ყველა მიმართულებით უსწრებს სხვა კანდიდატ ქვეყნებს. გარდა ამისა, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ყველაზე სარწმუნო და ობიექტური ეუთო-ოდირის დასკვნაა, სხვა ყველა განცხადება კი პირად პოლიტიკურ მოტივებს ატარებს. ბორელის განცხადებამდე იყო გახარიას, გვარამიას, ბოკუჩავას და ხაზარაძის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი ანტისახელმწიფოებრივი წერილი. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს არის ჯაშუშობა საქართველოს წინააღმდეგ უცხო ქვეყნების სასარგებლოდ.