როგორ ვითარდებოდა მოვლენები აქციაზე
გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდეს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში. სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს იმისთვის, რომ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია გაეთავისუფლებინათ. გაფრთხილების შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან კარვები და ის კონსტრუქციები გაიტანეს, რომლებითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი. როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
