აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან "იმედის" გადამღები ჯგუფების მიმართ
აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან "იმედის" გადამღები ჯგუფების მიმართ. ჩვენს ჟურნალისტს, მეგი ნარსავიძეს და ოპერატორს, მიხეილ გრიგალაშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, აფერხებდნენ მათ მუშაობას. აყენებენ შეურაცხყოფას. პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ დიმიტრი ყირიმლიშვილს და ლევან ლაზუაშვილს. ისმოდა შეძახილებიც მათი მისამართით. მომხდართან დაკავშირებით ტელეკომპანია "იმედმა" უკვე მიმართა საგამოძიებო სამსახურს.
