დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის ბრაზილიაში პირისპირ შეხვედრა გაიმართა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის ბრაზილიაში პირისპირ შეხვედრა გაიმართა. კირ სტარმერი და სი ძინპინი ერთმანეთს რიო დე ჟანეიროში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ბრიტანული მედიის ცნობით, ჯერ კიდევ ბრაზილიაში ჩაფრენამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ოფიციალურ პეკინთან პრაგმატული და სერიოზული ურთიერთობის დამყარება სურს. დაუნინგ სთრითის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იმ საკითხებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ორ ქვეყანას შორის უთანხმოება არსებობს, ოფიციალური ლონდონი საკუთარ პოზიციაზე მტკიცედ დარჩება. კირ სტარმერი 6 წლის განმავლობაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა.
