კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის სიღრმეში უკრაინისთვის დარტყმების განხორციელების ნებართვა დაძაბულობის ახალ ტალღას შექმნის
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის სიღრმეში უკრაინისთვის დარტყმების განხორციელების ნებართვა დაძაბულობის ახალ ტალღას შექმნის. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ახალ ვითარებას ქმნის უკრაინის ომში შეერთებული შტატების ჩართულობასთან მიმართებაში. პესკოვის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვითარების ესკალაციის რისკებს ზრდის.
