2026 წლის ბოლოდან თბილისის მეტროს ეტაპობრივად თანამედროვე სტანდარტების მქონე 97 ვაგონი შეემატება
2026 წლის ბოლოდან თბილისის მეტროს ეტაპობრივად თანამედროვე სტანდარტების მქონე 97 ვაგონი შეემატება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერის გახსნა დაგეგმილია 2025 წლის 15 იანვარს. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
