ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, 16 ნოემბერს სხდომაზე მომხდარი ფაქტი, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან , დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს. ცესკო მოუწოდებს, ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს შეაფასონ მომხდარი ფაქტი და ღიად განაცხადონ რამდენად ჯდება ის პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში.
