25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება
25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. იმავე დღეს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. პრემიერი მინისტრის განცხადებით ხელისუფლებას აქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. ირაკლი კობახიძის თქმით ოთხ წელიწადში ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს, რასაც სამთავრობო პროგრამა უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებში მმართველმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა , ირაკლი კობახიძემ ქართველ ხალხს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
